შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, კომპანია "ხარებას" ვენახებში, რთველში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის წევრები რთველში შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნული ღონისძიება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა.