შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ამბერ რუდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2017 წლის 22 მაისს, მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ჩვენ თანავუგრძნობთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, გარდაცვლილთა ოჯახებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზარალდა. საქართველოს შს სამინისტრო ბრიტანელ ხალხს თანადგომას უცხადებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სამძიმრის წერილი: