შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა, რეგიონების მიხედვით, არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.