შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.