შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სააღდგომო ლიტურგიას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოჯახთან ერთად დაესწრო. შს მინისტრთან ერთად, ლიტურგიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პოლიციელები და ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ინიციატივით და მხარდაჭერით, 2016 წელს აშენდა. შსს-ს თანამშრომლები, მატერიალური შემოწირულობის გარდა, ეკლესიის მშენებლობაში თავადაც მონაწილეობდნენ.