შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სიმონ ქარჩაიძე და ამავე დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი მამუკა სეფიაშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ჯარისკაცებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექს ეწვივნენ.
მათ დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე ბერებს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს სახელით საკვები პროდუქტები და შეშა მიუტანეს.