შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლებს: ვაიდოტას ვერბას (ლიტვა), მარტინ ჰაგსტრომს (შვედეთი), სერგ სმესოვს (საფრანგეთი) და რუსო რაზვანს (რუმინეთი) ქარელის რაიონის სოფელ დვანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატებს საშუალება მიეცათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართები, ღობეები ადგილზე ენახათ და ხელოვნური ბარიერების შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ დვანის მოსახლეობისგან პირადად მოესმინათ.
შსს-ს წარმომადგენლებმა დიპლომატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებებზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს.