შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ზვიად ქაწაშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჯილდოები: მორიგი სპეციალური წოდებები, სამკერდე ნიშნები „უმწიკლო სამსახურისათვის“ და „მადლობის სიგელები“.