7 აგვისტოს, 12 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შს სამინისტროს შენობაში მიიღებს (მის: ნოე რამიშვილის N38). 2008 წელს, აგვისტოს ომში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.