3 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნება სამართალდამცველთა საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“.
კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.