3 თებერვალს, 13:00 საათზე, ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა იხსნება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეგიარების ჯგუფებისთვის თანამედროვე სტანდარტების და უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი შენობა მოეწყო. დაცვის პოლიციის ახალი შენობის გახსნას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაესწრება.
მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს, რომლებიც მინისტრის ინიციატივით ბაკურიანში ისვენებდნენ. არჩილ თალაკვაძე სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულ ბავშვებს წარმატებას მიულოცავს და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელით საჩუქრებს გადასცემს.