27 ივნისს, 12 საათზე, სანაპირო დაცვის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სუფსის ცენტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისს შეხვდება. ალექსანდრე ჭიკაიძე და რაიმონდ ვეიონისი ხელს მოაწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შეხვედრას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, მეორე რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი დაესწრებიან.
მინისტრები ასევე მოინახულებენ ქალაქ ფოთში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას, დაათვალიერებენ გემთშემკეთებელ სახელოსნოს და ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე მცურავი საშუალებების ზღვიდან ამოღებისთვის განკუთვნილი ესტაკადის მშენებლობას.