შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს 30 მაისს ბათუმში აღნიშნავს.
14 საათზე, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავს და პროფესიულ დღეს მიულოცავს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომლებს პოლიციელის დღეს მიულოცავს და პირადად დააჯილდოვებს მოქმედ პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებს.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეს, სადაც შსს-ს დანაყოფები თავიანთ ავტოპარკს, ტექნიკას, იარაღებს და აღჭურვილობას წარმოადგენენ.
ბათუმის ბულვარში გაიმართება სანახაობრივი წარმოდგენები. საღამო ბენდ „ნიუტონი“-ს კონცერტით დასრულდება.