ხვალ, 12:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. "ბიო"-ს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის და კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია გაიმართება, რომლებიც ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.
კამპანიის მიზანს წარმოადგენს ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება. ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე, რგოლებში მონაწილე ექიმები – ნარკოლოგი თათა ასათიანი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ონკოლოგი კონსტანტინე მარდალეიშვილი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე, სექსოლოგი ანდრო კანდელაკი და ექსპერტ-ნარკოლოგი გელა ლეჟავა დაესწრებიან.