21 იანვარს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 41-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ქართული მხარე განვლილ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს მიმოიხილავს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟის საკითხს დააყენებს.
საქართველოს შსს-ს საიფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე დააყენებენ სოფელ კოშკის მაცხოვრებლებისთვის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხს.