4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (მისამართი: თბილისი, გულუას ქ. 10) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნება.
მაღალტექნოლოგიურ ცენტრს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნის. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.