შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან, ანნა ჩერნიშოვასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხს, რომლის განხორციელებაშიც გაეროს განვითარების პროგრამამ სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა.
მინისტრის მოადგილემ ანა ჩერნიშოვას გააცნო სამინისტროს სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს უწყების საქმიანობის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ანა ჩერნიშოვას და გაეროს განვითარების პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.