შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აგლაძის ქუჩაზე საღებავის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება მოახდინა.
შეტყობინება ხანძრის შესახებ ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს რამდენიმე ავტო ცისტერნა. მოგვიანებით, საჭირო გახდა სახანძრო და სამაშველო ერთეულების დამატება.
სამსაათიანი ოპერაციის შედეგად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150–მდე მეხანძრე–მაშველი, 28 ავტო ცისტერნა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მუშაობდა ქიმიური, ბიოლოგიური,რადიაციული და ბირთვული ჯგუფი.