შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 9 აგვისტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნეს. თიანეთის საკრებულომ, სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების განთავსების მიზნით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დროებით სარგებლობაში (გრძელვადიანი გამოყენებისთვის) შენობის პირველი სართული გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის ინიციატივით შენობის გარემონტება და მეხანძრე-მაშველებისთვის ყველა საჭირო სამუშაო პირობის შექმნა მოხდა. ახალ ქვეგანყოფილებაში თოთხმეტი თანამშრომელი და ერთი სახანძრო მანქანა იმუშავებს. ზვიად ქაწაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის, კულტურის და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი , მისი მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლები სტუმრებს ფურშეტით გაუმასპინძლდნენ.