შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, შს მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ქალბატონებს სიგელები, მინისტრის სახელით, პირადად გადასცა.
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სააგენტოს დირექტორმა, ქალაქის მასშტაბით, ყველა ოპერატიული მართვის ცენტრი მოინახულა და ინსპექტორ ქალბატონებს სიმბოლურად, ყვავილების თაიგულები მიუტანა.
ზვიად ქაწაშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.