შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარეს.
იმიტირებული სახანძრო-სამაშველო სწავლება მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სიმულაციურ ევაკუაციას მოიცავდა.
სწავლებები სოფელ პირველი ობჩის N1 (საბაზო) საჯარო სკოლაში, სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლასა და N13 საბავშვო ბაღში საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „World Vision“-თან თანამშრომლობით განხორციელდა. თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარება ასევე იგეგმება სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლაში.
პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეებისა და პედაგოგების ცოდნის ამაღლება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. მეხანძრე-მაშველებმა სწავლებების მონაწილეებს, მზადყოფინისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, დეტალურად გააცნეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო სიტუაციების დროს.