შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ოთხი მეთევზე მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.
შეტყობინება ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა, იმის შესახებ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ოთხი მამაკაცი სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც მდინარე რიონი ადიდდა და მეთევზეები გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამტრედიის სამაშველო სამსახური. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მდინარიდან მაშველებმა ოთხივე მეთევზე უვნებლად გამოიყვანეს.