სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაიკარგა 5 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში, მშობლებთან ერთად, დასასვენებლად იმყოფებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ქობულეთის სამაშველო ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს საძიებო სამუშაოები როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ისე ქობულეთის ქუჩებში.
მაშველების მიერ ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 5 წლის ბიჭის პოვნა უმოკლეს დროში მოხერხდა. ის თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე თამაშობდა.
შსს-ს მაშველებმა პატარა დამსვენებელი მშობლებს უკვე დაუბრუნეს.