მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 300 ათასამდე ლარის ღირებულების უახლესი ტექნიკა - ვიდეოსპექტრალური ანალიზატორი საჩუქრად გადმოსცა.
აღნიშნული მოწყობილობა დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელს შეუწყობს დოკუმენტების ღრმა შესწავლასა და სიყალბის განსაზღვრაში.
IOM-ის წარმომადგენელი საქართველოში - მარკ ჰულსტი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო.