შსს-ს სპორტული კლუბის „MIA Force”-ის მრბოლელებმა დათა ქაჯაიამ, ლაშა ნადირაშვილმა და წელს პირველად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოასპარეზე დათო აფციაურმა წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ფინალური ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. რბოლა „Formula Alfa”-ს და „Legends”-ის კლასის ავტომობილებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა.
„Formula Alfa”-ს კლასის ავტომობილით მოასპარეზე ლაშა ნადირაშვილმა შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა და მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო ამავე კლასშიგუნდურ ჩათვლაში შსს-ს სპორტულმა კლუბმა „MIA Force”-მა პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო რაც შეეხება „Legends”-ის კლასის ავტომობილით მოასპარეზე დათა ქაჯაიას, მან რბოლა მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა.