შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა შეუძლოდ მყოფ ასაკოვან ქალბატონს დახმარება აღმოუჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ლომისას მთისკენ მიმავალ გზაზე 60 წლის ქალბატონი შეუძლოდ გახდა და დახმარება ესაჭიროებოდა.
მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდნენ. მათ ქალბატონთან დროულად მიიყვანეს ექიმებიც. ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მაშველებმა ის ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.