შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები, სამუშაო ვიზიტით, ჰოლანდიის პოლიციის დეპარტამენტს ეწვივნენ.
შეხვედრებზე მხარეებმა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ზოგადი ორგანიზების საკითხები და ოპერაციების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობები განიხილეს.
ვიზიტის მიზანი იყო ქართული მხარისთვის ფართომასშტაბიანი მუსიკალური ფესტივალების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს სამუშაო შეხვედრებში, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას და პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.