შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ ახალქალაქში გამართულ საყოველთაო მარათონში მონაწილეობა მიიღო.
მარათონის მიზანი იყო ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება. აქცია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივით განხორციელდა.
მარათონში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიციის და თავდაცვის სამინისტროს რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მხარს უჭერს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.