შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამთო ტექნიკური სწავლების ფარგლებში, 5047 მეტრის სიმაღლის მყვინვარწვერზე წარმატებით ავიდნენ. მწვერვალზე ასვლა დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვნა.
ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.