შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და ლიტვის რესპუბლიკაში ჩატარდა. ტრენინგზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ტერორიზმთან ბრძოლის ძირითად პრინციპებსა და აქტივობებს გაეცნენ. სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მსგავს საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში პერიოდულად მონაწილეობენ, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას