შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის სამდღიანი შეჯიბრება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს დაბრკოლების ბილიკის გავლაში, სასროლ სახლში მოქმედებაში, სატრანსპორტო საშუალებებზე იერიშში, ნავიგაციის გამოყენებით გადაადგილებასა და პირველადი დახმარების აღმოჩენაში, საცეცხლე მოქმედებებში, ასევე, სამთო ასვლასა და თოკით სწრაფ დაშვებაში შეეჯიბრნენ.
შეჯიბრის მონაწილეები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
მსგავსი სახის ღონისძიებები შსს-ს თანამშრომლების ფიზიკური და საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მომავალში ფართომასშტაბიანი შეჯიბრების ჩატარებას შეუწყობს ხელს.