შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პირველი ასეულის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული გია გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).