შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორთან - მინდია ლორთქიფანიძესა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონულ ბაზას ესტუმრა.
მერაბ მალანიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთში მდებარე საგუშაგო მოინახულა, იქ მომსახურე ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ბაზებსაც ესტუმრნენ. იქ მომუშავე თანამშრომლებს საახალწლო ნობათი გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.