შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
ღონისძიების მიზანი იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრაზე სამართალდამცველები ახალგაზრდებს კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის სახეების, ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ ესაუბრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგისგან დაცვის მექანიზმებიც გააცნეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.