შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილებას ამავე რეგიონის, სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ღონისძიების მიზანი იყო მოზარდების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება მართლწესრიგისა და უსაფრთხოების შესახებ.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს გააცნეს დეპარტამენტის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკა, დასაცავი ობიექტების, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებისა და მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების სტრატეგიული დანიშნულება.
ასევე, ისაუბრეს აღნიშნული სტრატეგიული მილსადენების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ზომებზე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ბაზის ინფრასტრუქტურა და მოზარდებისთვის სპეციალურად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერებინეს, სადაც წარმოდგენილი იყო სახვადასხვა ტიპის სპეციალური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა. დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური სამთო-სამაშველო უნარ-ჩვევების დემონსტრირებაც მოახდინეს.