1981 წელს დაბადებული პოლიციის პოლკოვნიკი კახა ბუხრაძე პროფესიით სამართალმცოდნეა.
2004 წელს გავლილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპატრულო პოლიციის სპეცმომზადების კურსები;
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობა დაიწყო 2002 წლიდან.
2002-2004 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორი;
2004 წლიდან დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორად;
2005-2006 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი;
2006-2007 წელს საქმიანობა გააგრძელა ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის და მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურის პოზიციაზე;
2007 - 2009 წლებში საქმიანობა გააგრძელა სს "საქართველოს ბანკის" უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე;
2009- 2011 წლებში იყო "ლიბერთი ბანკის" უსაფრთხოების ოფიცერი;
2011-2012 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორად;
2012 წელს დაინიშნა ამავე დანაყოფის ოცეულის მეთაურად, შემდეგ კი განყოფილების უფროსად;
2012-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;
2013 -2015 წლებში საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის, ხოლო შემდეგ მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;
2015 - 2017 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
2017 წელს საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;
2017 წლის ივნისიდან დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას;
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.