საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.
აღნიშნული შეზღუდვა "თბილისობის" დასრულებამდე გაგრძელდება.