შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო დედაქალაქში ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა, ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით.
გზებზე არსებული შეზღუდვები ამინდის გაუმჯობებისთანავე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.