შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, თბილისში, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ევაკუაციის გეგმის ტესტირებასთან დაკავშირებით, 16:30 საათიდან 18:30 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება არჩილ მიშველაძის ქუჩაზე, ორივე მიმართულებით.