შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს თანამშრომელმა ილია ქოჩიაშვილმა პოლონეთში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
ილია ქოჩიაშვილმა ძალისმიერ სამჭიდსა და მის ცალკეულ მოძრაობებში, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში (MPF), 110 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატში17 ქვეყნის 350 სპორტსმენი მონაწილეობდა.