შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ზ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს "ბელკას" სისტემის კომბინირებული შაშხანა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით.
მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში მცხოვრებმა, 1971 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ კი მესტიის რაიონულ სამმართველოში ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.