შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას განაგრძობს. უწყებამ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა.
დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი გამეზარდაშვილმა განახლებული იზოლატორები დაათვალიერა, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ორივე იზოლატორში უკვე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი.
შენობების და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში, ასევე, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.