შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს, 1994 წელს დაბადებული ზ.უ. და არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ლ.ჩ. კი ამხილეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ს.-მ, ორ თანამზრახველთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ ლ.ს.-მ სხვადასხვა დროს ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში კიდევ 4 მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა და ნაქურდალის უკანონო რეალიზაცია მოახდინა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.