შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული პ.დ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 19 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პ.დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.