შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიც გახსნა. სამართალდამცველებმა თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.