შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 2000 წელს დაბადებული ი.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ი.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - პისტოლეტი ამოიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.