შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს.ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1944 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ლ.დ.-ს კუთვნილი ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღაიარებს. გამოძიება განხრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.