შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტის სლოგანის კონკურსს აცხადებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: პროექტის სლოგანი.
• მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით.
პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით.
• კონკურსის მოკლე აღწერა
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე შექმნილი სლოგანი, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.
ელექტრონული ფოსტის მისამართია: დვ.გეეუ@გმაილ.ცომ
შეფასების კრიტერიუმები:
თემატიკასთან შესაბამისობა
ინფორმატიულობა
ლაკონურობა
კრეატიულობა
მარტივად დასამახსოვრებელი სლოგანი
• კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული სლოგანის ავტორი დაჯილდოვდება ლეპტოპით.
ინტელექტუალური საკუთრება: გამარჯვებული სლოგანი ხდება პროექტის საკუთრება და შესაბამისად, პროექტს უფლება აქვს შეცვალოს/გამოიყენოს სლოგანი მისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი მიზნებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართზე:
ტელ.: 599 897 779
ელ.ფოსტა: dv.geeu@gmail.com
საკონტაქტო პირი: მარიამ იობიძე