შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი მსჯავრდებულ პირთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნული საკითხის აქტუალობასა და კვლევის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მსჯავრდებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისთვის.
პროექტზე ერთობლივად მუშაობდა გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლევართა გუნდი.
აღსანიშნავია, რომ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის ამ მასშტაბის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია პრევენციული და მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის დაგეგმვა, შესაბამისად სამინისტრო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განხორციელებას.