შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა შიდა ქართლში, კერძოდ სოფელ ოსიაურში ასაკოვანი ცოლ-ქმარი გადაარჩინეს. შიდა ქართლში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე სურამულა და დაიტბორა სოფელი სიაური. სოფლის განაპირა მდგარი სახლი სადაც ორი მოხუცი, ქალბატონი და მამაკაცი იმყოფებოდნენ ვერ ახერხებდნენ სახლიდან გამოსვლას და ითხოვდნენ შველას. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად ქალბატონიც და მამაკაციც უვნებლად გამოიყვანეს სახლიდან და გადაიყვანეს მათთვის უსაფრთხო ადგილზე. მაშველებმა ასევე მოახერხეს სახლის ეზოში მყოფი პირუტყვის გამოყვანაც.
ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შიდა ქართლში, სტიქიის ყველა ზონაში შეუჩერებლად ახორციელებენ როგორც გაწმენდით, ასევე სამაშველო ღონისძიებებს.